ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, რომელსაც 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა, დაკავებული სამი პირისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ, ისინი შავ სამუშაოს ასრულებდნენ და რაიმე სახის სამუშაოს წარმოების პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ. დაკავებულების სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ ჩაინიშნება.
ორი დღის წინ ქედაში, ქვის კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა.მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების პროცესში, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.