ნოემბერი თბილი იქნება

01 ნოემბერი 2018, 00:00 4240 ნახვა

კლიმატური მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე ნოემბრის საშუალო ტემპერატურა ოქტომბერთან შედარებით 5-8 გრადუსით დაბალია აღმოსავლეთ საქართველოში და 4-6°გრადუსით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც კლიმატს საგრძნობლად არბილებს შავი ზღვის სიახლოვე. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25 +30 გრადუსამდე მატულობს, ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა კი ყველგან უარყოფითია.

წლევანდელი ნოემბერი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე თბილი იქნება.

ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა, შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი, რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +4, +1°გრადუსამდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +22, +25°გრადუსამდე. 

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოში ბარში - ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +5, +8°გრადუსი, რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +1, -2°გრადუსამდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +18,+21°გრადუსამდე.

ნალექების რაოდენობა- როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია, საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები.

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი