ბონში მოძრაობა თვენახევრით შეიზღუდება - მანქანები შემოვლითი გზით იმოძრავებენ

30 ოქტომბერი 2018, 00:00 3204 ნახვა

ბათუმის მერიის განცხადებით, ბონში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თვენახევრის განმავლობაში, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მაიაკოვსკის ქუჩაზე, გოგოლისა და სერგი მესხის ქუჩებს შორის მონაკვეთში. მძღოლები ამ მონაკვეთში მოძრაობას ხვალიდან ვეღარ შეძლებენ. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში სატრანსპორტო მოძრაობა, მონაკვეთების მიხედვით, ეტაპობრივად შეიზღუდება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით.

მერიის ინფორმაციით, მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია 2019 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ 703 ათას 999 ლარს შეადგენს. ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტის გამო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი