აჭარაში კვირის განმავლობაში უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით, როგორც სანაპირო ზოლში, ასევე მთიან ზონაში +19, +24 გრადუსი იქნება.
მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში, ასევე სტაბილურად მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსამდე გათბება, პერიოდულად გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე.
აღმოსავლეთ საქართველოში - შედარებით გრილი კვირა იქნება, პერიოდულად მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, ტემპერატურა კი აქ +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.