სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დილიდან ავტომობილების გადაადგილება შეფერხებულია. თურქულ მხარეს არათურქული სანომრე ნიშნის მსუბუქი ავტომობილების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რის გამოც საბაჟოზე რიგებია.
საქართველოს შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ ქართულ მხარეს ტექნიკური პრობლემა არ არის და მუშაობა ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას თურქეთის საკონსულოში აზუსტებს.
ფოტო არქივი. რადიო თავისუფლება