როგორია წინასაარჩევნო განწყობა მოქალაქეებში - რას ფიქრობენ და რას ელიან ბათუმში არჩევნებისგან, მიდიან თუ არა 28 ოქტომბერს არჩევნებზე და აქვთ თუ არა უკვე გაკეთებული არჩევანი - გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფშია ჩატარებული, თუმცა რა თქმა უნდა არ ასახავს სრულ სურათს. სოფო შავაძე მოგვიყვება რა გამოწვევების წინაშე დგანან მოქალაქეები, რა მიაჩნიათ ფულის ფუჭ ხარჯვად და რაში ითხოვენ მხარდაჭერას.