ავარია ჩაქვის გვირაბთან - დაშავდა ახალგაზრდა კაცი

25 ოქტომბერი 2018, 00:00 5526 ნახვა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან ავარიის დროს ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ამ წუთებში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაჰყავს. 

მედიკოსების დახმარება კიდევ ერთ მგზავრს დასჭირდა, მას სავარაუდოდ, შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს. 

გვირაბთან ახლოს ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. 

ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში