ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა განახლდა

24 ოქტომბერი 2018, 00:00 1988 ნახვა

ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით სამუშაოები  10 ოქტომბერს დაიწყო. ერთ უბანზე მიმდინარეობს გვიანი კლასიკური ხანის კულტურული ფენის შესწავლა, რომელიც დამტვრეული ბათქაშების გროვებითაა წარმოდგენილი. 

მეორე შემთხვევაში კი საუბარია ელინისტური და კლასიკური ხანის კულტურულ ფენებზე. აღმოჩენილია თიხის სასმისები, ქვევრების, ქოთნების, ნერგების, კრამიტის ფრაგმენტები. ორივე ნამოსახლარი მრავალფენიან ძეგლს წარმოადგენს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი