მომრავლებული მაწანწალა ძაღლები ქობულეთში

24 ოქტომბერი 2018, 00:00 2425 ნახვა

სოფელ მუხაესტატეს მოსახლეობა მაწანწალა ძაღლების მომრავლებაზე საუბრობს. მათი თქმით, ძაღლები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კვების ობიექტთან არიან და არსებობს მოსწავლეების დაკბენის საშიშროება.

ადგილობრივების ინფორმაციით, მერიას პრობლემის მოგვარება სთხოვეს, სოფელში ხელმოწერებიც შეაგროვეს,  თუმცა  ფაქტი რეაგირების გარეშე დარჩა. მოსახლეობის ინფორმაციით, თვითმმართველობაში განუმარტეს, რომ ტენდერი, რომელიც მაწანწალა ძაღლების გაუვნებელყოფას გულისხმობს, დასრულებულია. საპირისპიროს აცხადებენ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში.

ზაზა კაიკაციშვილის თქმით, პრობლემის შესახებ მერიაში შეტყობინება არ შესულა. მას შემდეგ რაც პრობლემით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია დაინტერესდა,  ძაღლები ტერიტორიიდან გაიყვანეს.

თუმცა რამდენიმე წუთის წინ ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ინფორმაცია სკოლის დირექტორთან გადაამოწმა, რომელმაც თქვა, რომ ძაღლები ტერიტორიაზე ისევ რჩებიან.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში