"ქალბატონი ეკა წარმომადგენელია დღეს ნაციონალური მოძრაობის და თავისი ტელევიზიაც, როგორ ყოფნით თავხედობა და ცინიზმი, რომ მაშინდელი დანაშაული სხვებს გადააბრალონ და თავისი დანაშაული არ გაიაზრონ. როგორც მაშინ მოიქცა სააკაშვილი, ეს იყო ნამდვილი ღალატი ქვეყანაში და სამშობლოსი, მას შეეძლო აეცდინა თავიდან ომი და არ აეხდინა რუსეთის საუკუნოვანი ოცნება" - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი2 ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის რუსეთთან ომის დაწყებას უკავშირდებოდა.
ივანიშვილი ამბობს, რომ 2008 წელს მოხდა გამოუსწორებელი შეცდომა, რის გამოც საქართველოს 20% ოკუპირებულია და ევროსაბჭოს რეზოლუციაში გარკვევით წერია ამის შესახებ. მისივე მტკიცებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა ის, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია.
ეკა კვესიტაძე: ბატონო ბიძინა, ჰააგას სასამართლოში რუსეთს არ გამოუყენებია ევროსაბჭოს რეზოლუცია, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები გამოიყენა? რას გვეტყვით რუსეთს სარჩელზე და ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე?
ივანიშვილმა ამ კითხვას არ უპასუხა, თქვა რომ სალომე ზურაბიშვილი არაჩვეულებრივი ქალბატონია და მისი წარმომავლობაზე გააკეთა აქცენტი.