ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან მამაკაცი, სავარაუდოდ გადმოვარდა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შეტყობინება 6 საათსა და 5 წუთზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ მედიკოსებს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
გორგილაძის ქუჩაზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. გარდაცვლილი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.