ეთერ თათარაიძის და ამირან არაბულის საღამო გაიმართა ბათუმში - პოეტისა და ფოლკლორისტის შემოქმედება ბათუმელმა მკითხველმა მოისმინა. გარდა ლექსებისა საღამოზე, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკაში შედგა, თაყვანისმცემლებმა იმ ნაწარმოებების ისტორიებიც მოისმინეს, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
თათარაიძე ძირითადად მთიელების ცხოვრებას სწავლობს. რაც შეეხება პოეზიას, იგი თუშეთზე თუშური დიალექტით გვიყვება.