პირველი ხელშეკრულება სკოლასა და მშობელს შორის

22 ოქტომბერი 2018, 00:00 1784 ნახვა

გუნდური მუშაობისთვის, სკოლისა და ბავშვის ცხოვრებაში უფრო მეტი ჩართულობისთის სკოლები მშობლებს ხელშეკრულებებს უფროსებს. იდეა საქართველოს განათლების ყოფილ მინისტრს ეკუთვნის, მიხეილ ჩხენკელმა ინიციატივა ბულინგთან საბრძოლველად წამოაყენა. კონკრეტულად ბულინგზე სამინისტროს მიერ მომზადებულ 4-გვერდიან დოკუმენტში საუბარი არ არის.

თუმცა მასში გაწერილი ვალდებულებები და რეკომენდაციები თავისთავად გულისხმობს  ბულინგის თავიდან აცილებას. სკოლებმა ხელშეკრულებები სამინისტროს მიერ შექმნილ დოკუმენტზე დაყრდნობით მოამზადა. პუნქტობრივად, მეტი ვალდებულება  მშობელს აქვს. მათი დარღვევის შემთხვევაში კი  სანქცია არ წესდება.  ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ სკოლის განვითარებაში ახალი დოკუმენტი არაფერს შეცვლის.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში