საერთშორისო ტურნირი მიმდინარეობს თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის

22 ოქტომბერი 2018, 00:00 1972 ნახვა

საერთშორისო ტურნირი მიმდინარეობს თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის. შეჯიბრებაში 6 ქვეყნიდან 180 სპორტსმენი  მონაწილეობს. საქართველოდან კი 100-მდე მოჭიდავე ასპარეზობს. ამ ეტაპისთვის 6 ბათუმელი იბრძვის ბრინჯაოს მედლისთვის. ოფიციალურად ტურნირი 15  საათსა და 30 წუთზე გაიხსნება შემდეგ კი ფინალური შეხვედრები დაიწყება და დაჯილდოვების ცერემონიაც გაიმართება.

ამ ტურნირით საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს დააკომპლექტებენ. შეჯიბრება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ტურნირის ორგანიზატორი აჭარის ჭიდაობის ფედერაცია და ბათუმის მერიაა. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში