პარასკევიდან ზამთრის სუსხს ვიგრძნობთ, მანამდე კი დათბება

22 ოქტომბერი 2018, 00:00 8541 ნახვა

ოთხშაბათს და ხუთშაბათს ზაფხული დაბრუნდება, პარასკევს და შაბათს კი ზამთრის სუსხს ვიგრძნობთ.

24 და 25 ოქტომბერს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, განსაკუთრებით დათბება სანაპირო კურორტებსა და დასავლეთ საქართველოს დაბლობში.  ტემპერატურა კი +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს. 

სანაპირო ზოლში ცხელი ფიონური ძლიერი ქარი იქროლებს. ატმოსფერული წნევა მკვეთრად ცვალებადი იქნება, რომელმაც მეტეომგრძნობიარე ადამიანებს შესაძლოა დისკომფორტი შეუქმნას.

პარასკევსა და შაბათს მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება. დასავლეთ საქართველოში ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ.

აჭარაში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. სანაპირო კურორტებზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი