შეხვედრა ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მედალოსნებთან

22 ოქტომბერი 2018, 00:00 2059 ნახვა

არგენტინაში ჩატარებული მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მედალოსნების და მონაწილე სპორტსმენების მიღება გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინაში. ოლიმპიურ თამაშებში სპორტსმენებმა 6 მედალი მოიპოვეს. მათ შორის ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და  ერთი ბრინჯაოს.  საერთო ჩათვლაში, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, 44-ე ადგილი დაიკავეს.

ბრინჯაოს მედალი აიღო ტყვიის მსროლელმა ნინო ხუციბერიძემ, ვერცხლის მედლები მოიპოვეს ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ და ძალოსანმა არჩილ მალაყმაძემ. მოჭიდავეებიდან კი ოქროს მედალი მოიპოვა გიორგი ჩხიკვაძემ, ხოლო ვერცხლის მედლები - გიორგი თოხაძემ და გიორგი გეგელაშვილმა.  მესამე ახალგაზრდულ თამაშებზე საქართველოს სპორტის 10 სახეობაში 15 ლიცენზირებული სპორტსმენი ჰყავდა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი