''სანაპიროს სახინკლეების'' მეპატრონეები პლაჟს საწყობებად იყენებენ /ფოტოამბავი/

19 ოქტომბერი 2018, 00:00 8631 ნახვა

ბათუმის სანაპიროზე, შერატონის მიმდებარე ტერიტორიაზე "პლაჟის სახინკლეები" "საზანდარისა'' და "ფასანაურის" მეპატრონეებმა ობიექტები სექტემბერში უკვე დახურეს. ტერიტორია კი ინვენტარის საწყობად გამოიყენეს. 

სანაპირო ზოლზე უწესრიგოდ არის დაყრილი სახინკლეების ინვენტარის ნაწილი, რომელიც აღარ სჭირდებათ. მაგალითად ჭურჭლის სარეცხი ნიჟარები, მილები, სათლები ​და ა.შ. ასევე დაზიანებული ფიცრები, ფანჯრის დაზიანებული ნაწილები, რკინის ბოძები.

ხავერდოვან სეზონზე სანაპიროზე მისულ ადგილობრივებს და დამსვენებლებსაც პლაჟი დანაგვიანებული ხვდებათ, ბათუმის მერიას კი მოიჯარეები ამ დრომდე არ დაუჯარიმებია. 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ობიექტის მეპატრონეებს გაფრთხილება გაუგზავნეს, თუმცა როდის გააფრთხილეს მეპატრონეები ამ ინფორმაციას ვერ გვიზუსტებენ. 

ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთლმოწყობის სამმართველოში.  დაპირების მიუხედავად არც აქ გვითხრეს თარიღი, როდის დაევალათ პლაჟის მოწესრიგება სახინკლეების მეპატრონეებს და რამდენი დღე აქვთ სანაპიროს მოსაწერიგებლად მიცემული. 

ხელოვნურად მოწყობილი მცირე აუზი ასე გამოიყურება. ის არ გადაუხურავთ და არც შემოღობილია, საღამო საათებში კი შესაძლოა მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნას.

სავარაუდოდ, სანაპიროზე დატოვებული სახანძროს წყლის მილით  აუზი წყლით მარაგდებოდა. 

 "მსუბუქი, დროებითი კონსტრუქციები" შეზლონგებისა და კვების ობიექტის ინვენტარის საწყობის გარდა,  ელექტრომობილების "ფარეხის" ფუნქციასაც ითავსებს. 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი