საწვავის ხარისხის კონტროლის მიზნით, ნოემბერში საქართველოში არსებული 80 ბენზინგასამართი სადგური შემოწმდება. შემოწმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე განხორციელდება და დაახლოებით 240-მდე სინჯის აღება მოხდება.
კომპანიებს, რომლებიც ნორმებთან შეუსაბამო საწვავის რეალიზაციას ახდენენ, 8 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრებათ.როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ამბობს, მთავრობის დადგენილების პროექტის მიხედვით, დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვარი კიდევ უფრო გამკაცრდება.