სოფელ ხუცუბანში ახლადაშენებული მოსაცდელი ჩამოინგრა და ის ხის ძელით გაამაგრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ობიექტს მუშაობის პროცესში ტრაქტორი დაეჯახა. ქობულეთის მერიაში გვითხრეს , რომ ავტობუსის მოსაცდელი კერძო კომპანიამ ააშენა და მერიას ახალი ნაგებობა არ ჩაუბარებია.
ძველი მოსაცდელი მახუნცეთში ხეების გადატანის გამო დაინგრა, რის შემდეგაც ხეების გადატანის პროცესში ჩართულმა კომპანიამ ახალი ობიექტი ააგო.