საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებს იწყებს

14 ოქტომბერი 2018, 00:00 1759 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებს იწყებს. ხვალიდან, საღამოს 20 საათზე დრო  „არჩევნები 2018“-ში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატებს, საკუთარი ხედვის მაყურებლისთვის გასაცნობად დაეთმობა. მაუწყებელმა დებატებში მონაწილეობა შესთავაზა 25-ვე კანდიდატს, მათ შორის კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტებს, ასევე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს.

გადაცემების გრაფიკი და მონაწილეთა სია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. პირველი დებატები საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის გაიმართება. „არჩევნები 2018“-ის მოსმენა შესაძლებელი იქნება რადიო აჭარის ეთერშიც ტალღაზე 104.5. ერთი საათის განმავლობაში კანდიდატებს დაეთმობათ განსაზღვრული დრო მისალმებისა და დამშვიდობებისთვის, წამყვანის კითხვებზე საპასუხოდ, ასევე ერთმანეთის ხედვების შესაფასებლად. სურვილის შემთხვევაში კითხვებს დასვამენ, ან კომენტარებს გააკეთებენ აუდიტორიაში მყოფი მხარდამჭერებიც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი