თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების მისიას გაეცნენ ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეები. პრეზენტაცია თავდაცვისა და განათლების სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია სამხედრო რეზერვის, საკონტრაქტო სამსახურის, საერთაშოროსო მისიისა და სამხედრო განათლების შესახებ. მაღალი კლასის მოსწავლეები იმ შესაძლებლობებსაც გაეცნენ, რასაც სამინისტრო სამხედრო თუ სამოქალაქო განათლების მიღების მსურველებს - ქუთაისის კადეტთა სასწავლებელსა და გორის აკადემიაში, სთავაზობს.