მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში პენსია მომავალი წლის პირველი იანვრიდან, 216 ლარის ნაცვლად 240 ლარი იქნება. საქართველოში მაღალმთიანი სტატუსი 1 700-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აქვს. კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს ხელისუფლებამ 2015 წელს მიიღო.
პენსიის ზრდა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული. იმ მოქალაქეებისთვის კი, რომლებიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე რაიონებში არ ცხოვრობენ, პენსიის ოდენობა 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება.