''რუსთავი 2''-ის საქმეზე შსს-მ ორი პირი დააკავა

11 ოქტომბერი 2018, 00:00 3090 ნახვა

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის - ეკა გაგუას და ოპერატორის - ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს. აყვანილია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს. 

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები კიდევ გრძელდება. გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ტელეკომპანია ''რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფი "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს - საქართველოს" ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გუშინ გაუსწორდნენ - ინფორმაცია ტელეკომპანიამ გაავრცელა.  კადრებში ჩანდა, რომ ჩინური კომპანიის თანამშრომლები გადამღებ ჯგუფს ართმევდნენ კამერას და მიკროფონს. არ აძლევენ მუშაობის საშუალებას. 

აღნიშნულს ფაქტს კომპანია გუშინვე გამოეხმაურა. მათი ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი სამშენებლო ტერიტორიაზე უნებართვოდ შევიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი