ევროპის მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული საათები გაჩერებულია და არ მუშაობს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ისინი შესაბამის მოწყობილობას ელოდებიან.
რა თანხა დაუჯდება თვითმმართველობას საათების აღდგენა ამ ეტაპზე უცნობია. ქალაქის ტერიტორიაზე საათების მონტაჟი 2009 წლიდან დაიწყო და 5 საათისთვის დაახლოებით 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.