ავარია იუსტიციის სახლთან - დაშავდა ისრაელის მოქალაქე

09 ოქტომბერი 2018, 00:00 7877 ნახვა

ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ქალი დაშავდა, ის ისრაელის მოქალაქეა. 

მგზავრი ქალაქში ტაქსით გადაადგილდებოდა.

დაზარალებული  მოქალაქე, ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს გამოძიება. 

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი