კედელი ფანჯარასთან - სამშენებლო კანონმდებლობის ხარვეზის შედეგი

08 ოქტომბერი 2018, 00:00 5576 ნახვა

"ქალაქის ჩაბეტონებას არავინ ფიქრობს" - ასე პასუხობს ბათუმის მერი მოქალაქეებს, რომლებმაც გუშინ აქცია გამართეს. ორგანიზატორებს  მერმა არაკომპეტენტურები უწოდა და ეჭვი გამოთქვა, რომ აქცია შესაძლოა პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდებოდეს, თუმცა რა იგულისხმა ამაში ლაშა კომახიძეს არ დაუკონკრეტებია.

აქციის ძირითადი და პირველი მოთხოვნა ისტორიული ზონების დამტკიცებას, შეცვლილი საზღვრების ძველ ნიშნულზე დაბრუნებას და ცათამბჯენებისგან ქალაქის სანაპირო ზოლის დაცვას ეხებოდა.

ისტორიული ზონისა და საჭირო რეგულაციების დამტკიცებამდე კი ფაქტია ბათუმში ძალიან ბევრი ფანჯარა ჩაბნელდა, სახლების წინ ახალი კორპუსები აშენდა. არიან ადამიანები, რომლებთანაც მზის შუქი აღარ აღწევს და დღისითაც ელექტროენერგიის გამოყენება უხდებათ.

ამ ფონზე არის ისეთი შემთხვევაც როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, რომელშიც წილს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხვიჩა შარაშიძე ფლობს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში