სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა 2018“ -ერთ საათში ევროპის მოედანზე გაიხსნება ფოლკლორული შოუთი. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი, მისთვის დამახასიათებელ სოფლის ნობათს, კერძებს, სუვენირებსა და რეწვის ნიმუშებს ღია ცის ქვეშ გამოფენს. დაგეგმილია მასტერკლასები და აქტივობები.
ფესტივალის სტუმრები ჩურჩხელას ამოავლებენ, ჭაჭას გამოხდიან, შეშას დაჩეხავენ და ცეკვასაც ისწავლიან. ხვალ კი ყურძნის დაწურვის ტრადიციული ცერემონიაც გაიმართება. „განდაგანა“-ს მიზანი აჭარული სოფლის პოპულარიზაცია და სოფლად ტურიზმის განვითარების სტიმულირებაა.