მამია ვარშანიძის ქუჩის 29 ნომერში მცხოვრებლები სატვირთო ავტომობილების პარკინგის სხვა ადგილზე გადატანას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს , რომ ბაგრატიონის ქუჩა 24 საათის განმავლობაში გადატვირთულია, ღამით ხმაურია, ხშირია ანტისანიტარიის შემთხვევები.
ადგილობრივების პროტესტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. ბათუმის ავტო ტრანსპორტში პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან. უწყებაში აცხადებენ, რომ ქალაქგარეთ სატვირთო ავტომობილებისთვის ალტერნატიულ საპარკინგე ტერიტორია მოეწყობა.