ზაზა სარალიძე დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდა

04 ოქტომბერი 2018, 00:00 1615 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი  საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო ზაზა სარალიძის ადვოკატმა. ნესტან ლონდარიძის თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული  დადგენილება არ ასახავს იმ რეალობას, რასაც საზოგადოება ადევნებდა თვალყურს საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად.

როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს პირველი დეკემბრიდან განვითარებულ მოვლენებზე. მათივე განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილეს  ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ევროპულ სასამართლოში გაგზავნის საკითხიც.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი