,,დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დაირღვა სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი, რამაც საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობა არსებითად შეამცირა“-ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ასევე დარღვეულია მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი. მესამე სექტორში ასევე ამბობენ, რომ დაკავებული სასულიერო პირის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს. კერძოდ, გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება ეროვნული კანონმდებლობისა და ჩხრეკასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევითა მოპოვებული.