თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო

04 ოქტომბერი 2018, 00:00 2972 ნახვა

სატვირთო ავტომობილების  მძღოლებისთვის თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო თურქულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებით, პირველ ეტაპზე გაიცემა 1 500 ნებართვას გასცემს. 

სააგენტოში განმარტავენ, რომ  საჭიროების შემთხვევაში, თურქული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ქართულ მხარეს გადასცეს დამატებითი ნებართვები. მომსახურების ოფისები ადგილზე ნებართვების გასაცემად შაბათ-კვირასაც იმუშავებენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტრაილერის მძღოლებმა, რომლებიც თურქეთში ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობენ, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. მათ შემოსავლების სამსახურის მიმდებარედ გზაც გადაკეტეს. მიზეზი სწორედ  გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემის შეჩერებას ეხებოდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი