აჭარა ანიმაციური ფილმების მეათე საერთაშორისო ფესტივალს „თოფუზს“ მასპინძლობს. საკონკურსო და საინფორმაციო ჩვენებები ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში მიმდინარეობს.
დღეს ანიმაციური ფილმები შუახევში აჩვენეს. საერთაშორისო ჟიურიმ 6 დღის შემდეგ საუკეთესოები, შესაბამისი კატეგორიების მიხედვით 200 ფილმიდან უნდა შეარჩიოს. ფესტივალში 40-მდე ქვეყანა მონაწილეობს.