ბათუმის 102 საარჩევნო უბნიდან ნახევარზე მეტი არაადაპტირებულ შენობაში ფუნქციონირებს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომლებსაც არჩევნების დღეს აწყდებიან. ამბობენ, რომ არაადაპტირებული გარემო ეტლით მოსარგებლეებს საარჩევნო უფლებას უზღუდავს. მათი თქმით, ბინაში საარჩევნო ყუთების მიტანა, მათ არათანაბარ მდგომარეობაზე მიანიშნებს.
გასული არჩევნების მსგავსად, წელსაც შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით სპეციალური კომისია, რომლებიც უბნებზე არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან და ანგარიშს გამოაქვეყნებენ.