ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას პროფესიული დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებადი იქნება.
მისი თქმით, მიმდინარეობს შვეულმფრენების პარკის განახლება, რემონტი და მოდერნიზება. მთავრობის მეთაურის განცხადებით შვეულმფრენები, ეფექტიანად შეასრულებენ არამარტო თავდაცვის სამინისტროს დავალებებს, არამედ საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებშიც ჩაერთვებიან.