კალოთობა 2018 – სახალხლო დღესასწაულს ზეიმობენ მაღალმთიანი აჭარის სოფელშიც.ზეიმის აღნიშვნა რამდენიმე წელია სოფლის მცხოვრებლების სურვილით დაწესდა. პატარა სოფლიდან საცხოვრებლად სხვადასხვა კუთხეში წასული მოსახლეობა ერთმანეთს სწორედ კალოთობაზე ხვდება.
სოფელ კალოთაში ძველი ნაეკლესიარია, ტაძარი სხალთისწყლის ხეობაში, სოფელ კალოთის ბოლოს, მაღალ ტერასაზე მდებარეობდა. სახალხო დღესასწაულში მონაწილეობა რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მიწვეულმა სტუმრებმა მიიღეს.