ხულოში ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეები გაიმართა. მოეწყო ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამების საინფორმაციო კუთხე, სპორტული აქტივობები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შშმ პირების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო და სიტყვით გამოსვლისას რეგიონის მომავალი განვითარებისთვის ევროპული ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.