საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, რუსეთისა და მსოფლიო პატრიარქებზე ემოციები საჯაროდ არ დააფიქსირონ

30 სექტემბერი 2018, 00:00 1342 ნახვა

საპატრიარქო სასულიერო  პირებს მოუწოდებს,  ემოციები საჯაროდ არ დააფიქსირონ. "ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვა და იერარქთა განკითხვა, მით უმეტეს საჯარო სივრცეში, დაუშვებელია" აღნიშნულია განცხადებაში. 

გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრესასა და მედიაში სასულიერო პირთაგან რამდენჯერმე  გაჟღერდა მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები.

მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე რთული პროცესები შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა პოზიციის მქონე მოძღვრების  მკვეთრ ემოციებს.  რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოს პატრიარქ ბართლომესთან კავშირების გაწყვეტით იმუქრება, თუ ის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიის ავტოკეფალიას აღიარებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი