IDFI- კვლევა სახელფასო პოლიტიკაზე

28 სექტემბერი 2018, 00:00 1057 ნახვა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების სისტემის ანალიზს აქვეყნებს. IDFI მიუთითებს რომ შრომის ანაზღაურების შესახებ ახალმა კანონმა ვერ დანერგა თანამდებობათა იერარქიის შესატყვისი ყოველთვიური სარგოების განსაზღვრის პრაქტიკა, ამასთან სამინისტროების და მათი დაქვემდებარებული უწყებების შემთხვევაში, ხშირია როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირის ყოველთვიური სარგო აღემატება ზემდგომი პირის სარგოს;

მთავარი ხაზგასასმელი ფაქტორი კი შემდეგია - თანამდებობის პირთა უმრავლესობას კანონის მიღების შემდეგ, ყოველთვიურ სარგოდ დაახლოებით იგივე ოდენობის თანხა განესაზღვრა, რასაც ისინი კანონის მიღებამდე იღებდნენ ჯამურად სარგოს, პრემიისა და დანამატის სახით; შესაბამისად ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კანონის მიღების მიუხედავად ბევრი არაფერი შეცვლილა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი