აჭარაში 229 სკოლაა მათგან მხოლოდ ბათუმის ხუთ სკოლას ჰყავს ფსიქოლოგი. თუ საჯარო სკოლები გადაწყვეტენ სპეციალისტების აყვანას მათ განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინარულ გუნდს უნდა მიმართონ. ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ ფსიქოლოგთა ნაწილმა სპეც. მასწავლებლის სტატუსი მიიღო. მშობლები და ფსიქოლოგები მიიჩნევენ,რომ თანამედროვე გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებს ჰქონდეთ ფსიქოლოგების დახმარების საშუალება.
სკოლის მოსწვალეებს ფსიქოლოგიურ სერვისს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებიც უწევენ. აჭარაში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ერთი ცენტრია, რომელშიც მოზარდებს მანდატურები ან თავად სკოლა ამისამართებს. გარდა ამისა პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში მოსწავლეებთან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგებიც მუშაობენ.