გაერო საქართველოში ლგბტ თემის უფლებების მდგომარეობას შეისწავლის

26 სექტემბერი 2018, 00:00 1709 ნახვა

რამდენად დაცულია ლგბტ თემის უფლებები  საქართველოში? გაერო-ს დამოუკიდებელი ექსპერტი შეისწავლის. ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი უკვე თბილისშია. დედაქალაქის გარდა იგი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, დისკრიმინაციის შესაძლო შემთხვევებს ბათუმსა და ქუთაისშიც განიხილავს.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან. ვიზიტის ბოლოს დამოუკიდებელი ექსპერტი საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი