„დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ – ამ თემაზე ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პროექტი ითვალისწინებს მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამებისა და ფსიქოსოციალური სერვისების მიწოდებას, ასევე მათთვის სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას.
პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს შესაბამის სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში.პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.