ბათუმში 11 დღეში ფესტივალი ''განდაგანა'' გაიმართება

24 სექტემბერი 2018, 00:00 3255 ნახვა

ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში 5-6 ოქტომბერს გაიმართება.  ევროპის მოედანი  მაღალმთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს. 

ჩატარდება შეჯიბრებები, მასტერკლასები და სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლის კონცერტები.

ფესტივალი ბათუმში უკვე მეოთხედ იმართება და მისი მიზანი მაღალმთიანი აჭარის პოპულარიზაციაა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში