ქართული ტაძრების მდგომარეობა თურქეთში

23 სექტემბერი 2018, 00:00 1788 ნახვა

ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრების ნაწილი ნგრევის პირასაა. დასახლებას სადაც მერვე საუკუნეში დაარსებული  სამონასტრო კომპლექსის ნაშთები დგას   პორტოს ეძახიან.   თავად ტაძარსაც   ადგილობრივები  პორტოდ მოიხსენიებენ.  ნახევრად დანგრეული გუმბათის გარდა, ტაძრის კედლების გვერდით ხანძთის სამონასტრო კომპლექსის საკმაოდ ბევრი შენობის ნაშთი ჩანს. ყველაზე  კარგად კი სამრეკლოა  შემონახული. ქართველმა მკვლევარებმა, რომლებიც ''ოშკის'' აღდგენა- რესტავრაციის პროცესში,   რეკომენდატორების რანგში არიან  ჩართულნი, არ იციან ოშკის კონსერვაცია მოხდება თუ რესტავრაცია.

აბრაზე მინიშნებულია რომ ტაძარში სამუშაოები, მომავალ წელს უნდა დასრულდეს. მას თურქეთის რესპუბლიკის  კულტურის სამინისტრო, და მუზეუმების გაერთიანება აწარმოებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თურქულმა მხარემ მილიარდ 143 მილიონი ლირა გამოჰყო. თურქეთის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ძეგლზე დაგეგმილია არქეოლოგიური კვლევის პროცესიც- რასაც ზედამხედველობას  ქართველი არქეოლოგები გაუწევენ. ''იშხნის'' რესტავრაცია კი დამთავრებულია- დარჩენილია მცირე დეტალები,რომლებიც როგორც ქართველი მკვლევარები ამბობენ, მალე დასრულდება. „მთავარი“-ს გადამღებ ჯგუფს ტაძარი დაკეტილი დახვდა.   საერთო სურათში კარგად, ჩანს  რომ  ''იშხნის'' მარცხენა კედელი რესტავრატორებმა ხელახლა ააგეს. რეპორტაჟი ვრცლად, გუშინ გადაცემა „მთავარი აჭარაში“ გავიდა

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი