შესაძლოა მალე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდეს. ჯანდაცვის კომიტეტს აქვს ინიციატივა თამბაქოს მოხმარება დაიშვას სლოტ-კლუბებში და პროფესიულ თეატრებში სპექტაკლის მიმდინარეობის დროს. ცვლილებებით სიგარეტის მოწევა შესაძლებელი იქნება სათამაშო აპარატების სალონში. მოქმედი კანონმდებლობით კი სათამაშო ბიზნესიდან სიგარეტის მოწევა მხოლოდ სამორინეშია დაშვებული.
ამ საკითხს კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. იყო ბრალდებაც რომ თამბაქოს ბიზნესს პარლამენტში ლობირებენ, ასეთივე პოზიცია აქვს „თამბაქოს კონტროლის ალიანსს,“ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ გამონაკლისი მხოლოდ ციხეებში უნდა დაიშვას.