არასტერილური სტომატოლოგიური ინსტრუმენტები სტომატოლოგიურ კაბინეტებში - ზედამხედველობის სამახურმა ქობულეთში 5 კლინიკა დააჯარიმა, დაჯარიმებულია სილამაზის სალონებიც. სალონებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები იყო დარღვეული. დარღვევები აღმოაჩინეს ბათუმშიც, ბათუმში სალონებში დაფიქსირდა ნაწლავური ჩხირი.
შემთხვევები დაფიქსირდა მაღალმთიან აჭარაშიც, აქ მერიის შესაბამისი სამსახური მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა - ცნობისთვის აჭარაში ბოლო პერიოდში ჯერ არ დაფიქსირებულა სტომატოლოგიური კლინიკის, ან სილამაზის სალონის დახურვის ფაქტი - ამბობენ რომ ასეთი კრიტიკული შეუსაბამობები ჯერ არ აღმოუჩენიათ, თუმცა არის ერთი და იმავე ობიექტის რამდენიმეჯერ დაჯარიმების ფაქტი.