სახლი რომელიც გვახსოვს კინოდან და სახლი რომელიც ბათუმის ისტორიაა - კომახიძის 4 ნომერში მდებარე ძეგლს მომავალში რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. ამისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბიუჯეტში 600 ათასი ლარის გათვალისწინებას აპირებს. ნახევარ მილიონზე მეტი ძეგლის სრულ აღდგენას დასჭირდება.
არქიტექტურულად გამორჩეული და სივრცესთან აბსოლუტურად თავსებადი ნაგებობა 1904 წელსაა აგებული, შენობაში არაერთი მხატვრული ფილმია გადაღებული. რეაბილიტაციის დაწყებამდე სახლიდან დროებით 10-მდე ოჯახი უნდა გამოასახლონ - ასე რომ ჯერ ბათუმის მერიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იზრუნებს თუ არა მოქალაქეთა დროებით განთავსებაზე.