ბათუმში, ალისა და ნინოს მიმდებარე ტერიტორიაზე, იახტკლუბის უკან, ბანაობა აკრძალულია. აკრძალვის გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა წყლის სიღრმის და და წყალზე მცურავი საშუალებების გადაადგილების სირთულის გამო მიიღო.
გადაწყვეტილების შემდეგ ტერიტორიაზე ამკრძალავი ნიშანიც დაიდგა. ერთი წელია გაფრთხილების მიუხედავად ტერიტორიაზე მოქალაქეები მაინც ბანაობენ.
ამ ტერიტორიაზე ერთი ადამიანი დაიხრჩო, 20 ზე მეტის სიცოცხლის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ამკრძალავი ნიშანი დაინახეს, თუმცა ამის მიუხედავად შევიდნენ წყალში.