დედამიწის მსოფლიო დღე აღნიშნეს ბათუმში. თარიღთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია გაიმართა. მეეზოვეებმა ის ქუჩები დაალაგეს, რომელიც ყოველდღიურად არ სუფთავდება.
დასუფთავების აქცია მამია ვარშანიძის ქუჩიდან დაიწყო. მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსის თქმით, სამუშაოები სხვა ქუჩებზეც ჩატარდება, რაც ტერიტორიის დალაგებასთან ერთად გამწვანებასაც მოიცავს.