თურქეთში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცხედარი საქართველოში გუშინ გვიან ღამით გადმოასვენეს. იგი მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ იმყოფებოდა. თურქეთში, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსი ცენტრალურ მაგისტრალზე ამობრუნდა, ტრანსპორტით საქართველოს მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ.
ავარია ერთი თვის წინ მოხდა. სამარშრუტო ტაქსიში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე კი საქართველოში მალევე დაბრუნდა. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.