ზაზა სარალიძე პარლამენტის შენობასთან შიმშილობს

11 სექტემბერი 2018, 00:00 1593 ნახვა

პარლამენტთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია განახლდა. ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის და იმედგაცრუებას გამოთქვამენ ხალხის სიმცირის გამო. "ვფიქრობდი და მეგონა, რომ მთელი საქართველო წუხდა და მთელი საქართველო გამოვიდოდა. დღეს მე იმედიც დამეკარგა", - ამ სიტყვებით სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიმართა დღეს აქციიდან საზოგადოებას.

„ძალიან სამწუხაროა, დღეს აქ ვერ ვხევად იმ პიროვნებებს, რომლებიც იძახდნენ პოლიტიკურ პარტიებს ვხედავ იქ და იმიტომ არ მივალო. ძალიან სამწუხაროა, იმ პირებს ვერ ვხედავ, რომლებიც  იარლიყებს გვაწეპებდნენ, შავ პიარს გვიგორებდნენ და დღეს აქ არ არიან, ჩვენს გვერდით“ - ეს კი ზაზა სარალიძის სიტყვებია.

სარალიძისა და მაჩალიკაშვილის აქციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო კომისიის დასკვნას. ისინი შიმშილობენ, ხელახალ გამოძიებას და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი